ნასაკირალი გურიის ერთ–ერთი მნიშვნლოვანი ისტორიული ადგილია. მის შესახებ არსებობს გადმოცემა ,რომ ამ ადგილებში მოიპოვებოდა კირი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება "ნასაკირალი" .
ადრე ეს ტერიტორია ტყით იყო დაფარული, რომელსაც თავს აფარებდნენ ფირალები და აგრეთვრე "გურიის ჯანყის" მონაწილენი.
1929 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით აქ საფუძველი ჩაეყარა საბჭოთა მეურნების შექმნას. გაიჩეხა ტყეები, გაშენდა ქაესაფარი ზოლი, ჩაისა და ციტრუსის პლანტაციები.
მერნეობის დაარსების პირველივე წლებიდანვე მეურნეობა გამოირჩეოდა მრავალეროვანი მოსახლეობით (აქ ცხოვრობდნენ პოლონელები, ჩინელები, გერმანელები უკრაინელები) .
1969 წელს აქ ჩამოასახლეს ხულოს რაიონიდან სტიქიით დაზარალებულთა მოსახლეობის დიდი ნაწილი, ზოტისა და ჩოხატაურის რაიონში მცხოვრები რამდენიმე კომლი. ძირითადათ დაბა კომპაქტურად დასახლებული გახდა .
საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის წლეებში ნასაკირალში აგრეთვე ჩამოასახლეს შუააზიაში მცხოვრები თურქი–მესხები.
1971 წელს დაბა ნასაკირალის რვაჭლიანი საშუალო სკოლად გადაკეთდა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლად,სადაც ირიცხება 534 მოსწავლე, ხოლო სკოლის დირქტორია მარინა ვასაძე.
სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა შედგენს 3050კაცს, მათგან მოსალეობის 99% მუსლიმანური აღმსარებლობისაა.